„ფიქრები დედაენაზე“ - შრომის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
15-04-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
შრომის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი - „ფიქრები დედაენაზე“.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მომზადებული პოსტერები, რომლებითაც გამოხატეს საკუთარი გულწრფელი ფიქრები და დამოკიდებულებები დედაენასთან დაკავშირებით.