დედაენის დღე-სასწაული ალავრის საჯარო სკოლაში
15-04-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიბით აღინიშნა. სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

14 აპრილს, დედაენის  დღესთან დაკავშირებით, ალავრის საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები  მოსწავლეები იყვნენ.  ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალავრის  საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სახელმწიფო ენა.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203