
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც საჯარო სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
პროექტი შეიცავდა შემეცნებით, შემოქმედებით, საინტერესო და სახალისო საკითხებს სხვადასხვა სფეროდან.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა პრიზი, ხოლო ორგანიზატორებს - მადლობის სიგელები.
„მადლობა ყველა პედაგოგს პროექტში მონაწილეობისათვის, ასევე პროექტის ხელმძღვანელებს სასკოლო ცხოვრებაში შემეცნებითი აქტივობის განხორციელებისათვის. ასეთი პროექტები გაგრძელდება მომავალშიც უფრო ვრცელი საზოგადოებისთვის.
პროექტის ავტორები: სულიკო საგინაძე, ასლან ძირკვაძე“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები