ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ელექტრონული თამაში თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან
15-04-2021

თბილისის N198 საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, ასევე სხვადასხვა სასკოლო აქტივობაშიც არიან ჩართულები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თბილისის N198 საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და ახორციელებს პროექტს „ჯანსაღი ცხოვრება ყველასთვის!“.

პროექტის ფარგლებში, მერვე კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში,  ასისტენტების დახმარებით, შექმნეს ელექტრონული თამაში საზრიანი და სასარგებლო საკვების შესახებ. ესაა ერთგვარი გამოწვევა და ბავშვებსაც ერთი სული აქვთ, გაიგონ, როგორ შეასრულებენ დავალებას სხვა სკოლის ბავშვები.

გიზიარებთ სავარჯიშო თამაშის ლინკს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203