დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
15-04-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელებთან ვიოლეტა სალაძესა და ლალი ჭუმბურიძესთან ერთად გამოხატეს დიდი სიყვარული და პატივისცემა დედაენის დღისადმი. მათ მცირე წვლილი შეიტანეს ამ ლამაზი დღის აღნიშვნაში, მოამზადეს ბუკლეტები სახელწოდებით „მამული, ენა, სარწმუნოება“, გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „14 აპრილი დედაენის დღეა“. წაიკითხეს პატარა მოთხრობა ფარნავაზ მეფის შესახებ და მოაწყვეს ნახატების გამოფენა, რომელიც დიდი ინტერესით დაათვალიერეს სხვა კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს