
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გამართეს.
„მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ. გაიხსენეს ის გმირები, რომელთაც სისხლი დაღვარეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასევე წაიკითხეს ლექსები, რომელიც ამ დიდ დღეს ეძღვნება და გაიხსენეს გმირები!
ღონისძიება ჩაატარა სამოქალაქო კლუბმა „ბუმერანგი“.
კლუბის ხელმძღვანელი მაკა მენთეშაშვილია.
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები