გალავნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
15-04-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
პირველ კლასში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებით, გამონათქვებითა და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობათა ინსცენირებით აღნიშნეს სანუკვარი დღე.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს