გუმბრინის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში დაუვიწყარი გაკვეთილი ჩატარდა
16-04-2021

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა უცხოური ენების შესწავლას, მოსწავლეების დასაინტერესებლად კი პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ და დასამახსოვრებელი აქტივობებით ანებივრებენ ბავშვებს.

ამჯერად, სახალისო გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა. მოსწავლეებმა კვირის დღეები, ამინდი და მასთან დაკავშირებული სიტყვები, ყოველდღიურ სხვა აქტივობებთან ერთად შეისწავლეს. ასევე, საკლასო ოთახის კედელზე ფერადი კალენდარი განათავსეს, სადაც კვირის დღეები ინგლისურ ენაზეა დატანილი და მოსწავლეებს ყოველ დღე შეახსენებს თავს.

გაკვეთილი სახალისო და შემეცნებით გამოდგა, რითაც მოსწავლეებს უცხო ენის სიტყვების დამახსოვრება გაუმარტივდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203