„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ - ქვახვრელის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
16-04-2021
„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!“ - ამ სახელწოდებით გამართეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-7 კლასში.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მზია ოხანაშვილი და თეა სადაღაშვილი.
დედაენის დღის საზეიმოდ აღნიშვნაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ, წაიკითხეს ლექსები და საინტერესო ამონარიდები. ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის, რაც დაეხმარებათ, მეტად გაითავისონ, მშობლიური ენის ცოდნის აუცილებლობა.