ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთი შექმნეს
16-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი - „დედა ენაა ერისა“ დაამზადეს. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთი, თვალსაჩინო ადგილას, სკოლის ფოიეში გააკრეს და იქვე შეკრებილ მოსწავლეებს მოუწოდეს გაუფრთხილდნენ და დაიცვან საკუთარი ენა.

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203