
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კითხვის პოპულარიზაციის მიზნით თავიანთ წაკითხული წიგნების შესახებ მოუყვნენე დაბალკლასლებს და მოუწოდეს, მათაც აქტიურად დაიწყონ მხატვრული ლიტერატურის კითხვა.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა უგულავა) მე-6 კლასის მოსწავლეებმა მე-5 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს მათ მიერ წაკითხული საყვარელი წიგნები, მოკლედ გააცნეს ნაწარმოებების გმირები და მოუწოდეს მათ, რომ აუცილებლად წაეკითხათ წარმოდგენილი ნაწარმოებები, კერძოდ: გოდერძი ჩოხელის მოთხრობა - „მართა“, ჯეიმს გრინვუდის - „პატარა მაწანწალა“, ჰარპერ ლის - „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ჯოან როულინგის - „ჰარი პოტერი“, ჯეფ კინის -„წრიპა ბიჭის დღიური“, მაინ რიდის -„ოკეანეში დაკარგულები“, ასტრიდ ლინდგრენის - „ბიულერბიუელი ბავშვები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: