„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ - რუისპირის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა
15-04-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა.
„დედა ენის დღესთან დაკავშირებით სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა ქართული ენის და ლიტერტურის მასწავლებელი ნანული ასპანაშვილი. აქტივობაში მონაწილეობდნენ I-XI კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ქართული ენის დამწერლობის ისტორია, წაიკითხეს თემები, რომლებიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეროვნული იდეების გაღვივებას, ქართველი ერისთვის ქართულის, როგორც ღვთაებრივი სიწმინდის კიდევ ერთხელ შეხსენებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს