წალკის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საუკეთესო კალიგრაფები დაჯილდოვდნენ
16-04-2021
14 აპრილს დედაენის დღეა და ამ ისტორიულ თარიღს სკოლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
დედაენის დღის საზეიმოდ აღნიშვნას წალკის N2 საჯარო სკოლაში ვერც პანდემიამ შეუშალა ხელი. ეს დღე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგებმა და ბავშვებმა აღნიშნეს.
სკოლამ მოსწავლეებს კალიგრაფიის კონკურსი შესთავაზა და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. გამოვლინდნენ საუკეთესო კალიგრაფები და გადაეცათ სიგელები.
გარდა კონკურსისა, მოსწავლეებმა კედლის გაზეთიც დაამზადეს, სადაც საინტერესო ამონარიდები სახელწოდებით: „ენა ბურჯია ენისა!“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს