ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა
15-04-2021
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენის კვირეული გაიმართა. 

აქტივობა მესამე კლასში პედაგოგ ეკატერინე ბარათაშვილის ორგანიზებით ჩატარდა. კვირეულმა დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მისი მიზანი კი მოსწავლეებისთვის მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაღვივება იყო. სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები მოეწყო:

  1. ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: ქართული დამწერლობის შემქმნელი მეფე ფარნავაზი.
  2. შეისწავლეს ქართული დამწერლობის საფეხურები და გაეცვნენ უძველესი ანბანის ნიმუშებს.
  3. კონკურსი კალიგრაფიაში „გააცოცხლე ნაწერი“.
  4. „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ არა ბარბარიზმებს!
  5. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრული კითხვა.
იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203