„ეს ჩვენი დიდი გამოცდილება და დიდი გამარჯვებაა“ - ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა წარმატება მოიპოვა
15-04-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის გუნდი - „ბიზნეს-ინოვატორები“ ბუთქემფის ფინალში მონაწილე ოცი გუნდიდან მე-5 ადგილზე გავიდა. დაჯილდოვების ცერემონიალი წესების სრული დაცვით თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა, დედაენის დღეს, 14 აპრილს.
„ბიზნეს-ინოვატორებმა მოიპოვეს გამარჯვება ნომინაციაში- „წარმატებით გაყიდული ციფრული პროდუქტი“ და საჩუქრად პალიტრა L-საგან გადაეცათ საინტერესო წიგნები. გარდა ამისა, პროექტის თითოეულ მონაწილეს წილად ხვდა უსადენო ყურსასმენები.
შეგახსენებთ, რომ ბუთქემფში არის პროექტი, რომელიც ემსახურება „ცოდნის კაფეს“ აშენებას. 17 დღეში 162-მა ახალგაზრდამ 35867 ლარის შეგროვება მოახერხა და ამ დიდ გამარჯვებაში მარიამ პატარიძემ, თამარ პატარიძემ, ნინო კუპრაშვილმა, თამარ კუპრაშვილმა, ნანა ჭელიშვილმა და ლუკა ცირეკიძემ თავიანთი წილი აგური დადეს.
„ეს ჩვენი დიდი გამოცდილება და დიდი გამარჯვებაა - ამბობენ ცუცხვათის სკოლის მოსწავლეები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს