ღარის საჯარო სკოლის დაწყებითების მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
15-04-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს.
თავდაპირველად მოსწავლეებმა საინფორმაციო პრეზენტაცია მოისმინეს და გააცნობიერეს რატომ აღვნიშნავთ „დედაენის დღეს“.
საუკეთესო გადამწერებმა წერის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს. პირველკლასელებმა კი მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. ამის შემდეგ სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
აქტივობებში სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ, ხოლო ორგანიზატორი დაწყებითი კლასის ქართული ენის მასწავლებელი ნინო ჭიჭინაძე იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს