პატარა არაქალის საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა
15-04-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა დედაენისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება დაგეგმეს.
აქტივობაში ჩართულნი იყვნენ I-IV კლასის მოსწავლეები, რომლებიც ენის დღის დაარსების ისტორიას გაეცნენ.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს