„ო, ენავ, ჩემო“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
15-04-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინორმაციის მიხედვით, ამჯერად პედაგოგის, დარეჯან ტუსკაძის ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება თემაზე  -  „ო, ენავ, ჩემო“.  მოსწავლეემა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203