წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული ჩატარდა
15-04-2021

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესები საკლასო ოთახებში, რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების სრულიდ დაცვით მიმდინარეობს, ისე, რომ მოსწავლე-მასწავლებლები არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულები.

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა  დედაენის კვირეული, რომელიც მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: კალიგრაფიისა და კითხვის კონკურსს, მინი-ლექციას დედაენაზე, ვიქტორინას.

დაწყებითი კათედრის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ლექსებით, გამოცანებით, ენის გასატეხებით  მიულოცეს უფროსკლასელებს, სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართგველოს დედაენის დღე

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203