ვაქცინების მნიშვნელობა და დაუვიწყარი ბიოლოგიის გაკვეთილი ბუშეტის საჯარო სკოლაში
15-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით და მოსწავლეებიც ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში.

ბუშეტის მე-4-12 კლასების მოსწავლეთათვის ბიოლოგიის მასწავლებელმა, მანანა ბოჭორიშვილმა ჩაატარა დამატებითი გაკვეთილები თემაზე: „მსოფლიოს პანდემიები და ვაქცინაციის მნიშვნელობა“.

მასწავლებელმა საპრეზენტაციო პროგრამა POWER POINT-ის გამოყენებით გააცნო ბავშვებს ის პანდემიები, რომლებიც გადაიტანა მსოფლიომ ვაქცინაციის დახმარებით. ასევე მასწავლებელმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო მიღწევათა ათეულიდან, ვაქცინაცია პირველ ადგილზეა - არც ერთ სხვა სამედიცინო მიღწევას იმდენი ადამიანის სიცოცხლე არ გადაურჩენია, რამდენიც ვაქცინაციას.

დღესაც კოვიდ -19-ს დამარცხებისა და მილიონობით ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203