თელეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნები დაამზადეს
15-04-2021
გარდაბანის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაში განსაკუთრებული ენთუზიაზმით იყნენ ჩართულნი პირველკლასლები, რომლებმაც ამ დღისადმი მიძღვნილი წიგნები თავად დაამზადეს. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203