ეშტიის N1 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, არმინე ეგნატოსიანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო
15-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, არმინე ეგნატოსიანის ინიციატივით, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან შემეცნებითი საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

პედაგოგმა ისაუბრა აუტიზმის შესახებ, შემდეგ გაამართა დისკუსია.  მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ დაგეგმილი შეხვედრა.

აქტივობა 2 აპრილს - აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203