„ფერები შენ გარშემო“ - ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის სახალისო აქტივობა ჩატარდა
15-04-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში I და II კლასის სსსმ მოსწავლეთათვის ჩატარდა სახალისო აქტივობა „ფერები შენ გარშემო“.

„აღნიშნული აქტივობა არის აღქმის სავარჯიშო და მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა უნარის განვითარებაში (აღქმა, ყურადღება, აქტივობა).

აქტივობისთვის გამოყენებული იყო შემდეგი რესურსები: თეთრი თაბახის ფურცლები, ფლომასტერი/ფანქრები.

მოსწავლეები ჩართული იყვნენ ფერების შექმნის პროცესში. მათ ფურცლებზე დაიტანეს ფერები, შემდეგ, ფურცელზე დატანილი ფერების მიხედვით იპოვეს ოთახში შესაბამისი ფერის საგნები და დაახასიათეს ისინი. მოსწავლეები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ნივთს, მათ ფერს, ფორმას, ფაქტურას. ყოველივე ეს ყურადღების, აღქმისა და სენსორული შეგრძნებების უნარების განვითარებაში ეხმარება მათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203