„რუსთაველი და ქართული ენა“ - თეკლათის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
15-04-2021

„რუსთაველი და ქართული ენა“ - ამ თემაზე მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ და ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე. მეათეკლასელებმა პრეზენტაცია სლაიდებისა და რეფერატების სახით წარმოადგინეს. 

აღნიშნული აქტივობა მე-10 კლასში ქართული ენის დღის ფარგლებში ჩატარდა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203