დედაენის დღე და ემოციების ზღვა ცხმორისის საჯარო სკოლაში
15-04-2021

ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, რეგულაციების სრული დაცვით. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობაშიც მონაწილეობენ.

14 აპრილს, შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, ცხმორისის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. აქტივობამ ხალისიანად ჩაიარა, იყო  და იყო ემოციების ზღვა.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203