„ენაი შემკული და კურთხეული“​ - ქვენობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს სასკოლო კონფერენცია მიეძღვნა
15-04-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს სასკოლო კონფერენცია - „ენაი შემკული და კურთხეული“ მიეძღვნა. 

ამასთანავე, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების: თემატური პოსტერებისა და კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა.

„კონფერენციის  მრავალფეროვანი და საინტერესო თემატიკა მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს, დედაენას მიუძღვნეს ქართველ პოეტთა რჩეული ლექსები“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203