ბარდნალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში დედაენის დღეს მიეძღვნა
15-04-2021

ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ბავშვებიც ჩართულები არიან სხვადახვა სასკოლო აქტივობაში და არც ისეთი მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - დედაენის დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა, მთვარისა ახვლედიანმა უფროსკლასელთათვის ჩაატარა საინტერესო აქტივობა - ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლისთვისაც კითხვები შერჩეული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სფეროდან და ავლენდა როგორც საგნის ცოდნას, ასევე ზოგადად, მოსწავლეთა წიგნიერების დონესა თუ ლოგიკური აზროვნების უნარს.

ათ-ათი შეკითხვის გარდა, რომელიც მაგიდაზე ხვდებოდათ, გუნდებს მეთერთმეტე - ვიდეოშეკითხვა ელოდათ, რომელიც გერმანიიდან დაუსვა ბარდნალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თავის დროზე წლის საუკეთესო მოსწავლემ -  ნესტან ნემსწვერიძემ.

გუნდებს უფლება ჰქონდათ, დამრიგებლის დახმარება ერთხელ გამოეყენებინათ, რამაც თამაშს მეტი აზარტი შესძინა. გამოვლინდა გამარჯვებულიც -  მეთერთმეტე კლასის გუნდი, რომლის დამრიგებელიც  გახლავთ კობა ჩარკვიანი.

ასევე საინტერესოდ ითამაშა მერვე-მეათე კლასების გუნდმა (დამრიგებელი ნათია ხაბულიანი ) და მეთორმეტე კლასის გუნდმა (დამრიგებელი ირმა ლიპარტელიანი).

ლადო ასათიანის სახელობის, ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას ულოცავს დედაენის დღეს! და მოსწავლეებს უსურვებს წარმატებას“, - აღნიშნულია  სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203