თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სრულიად საქართველოს დედაენის დღე პრეზენტაციით მიულოცეს
15-04-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვთილო პროცესში და არაერთ საინტერესო აქტივობასაც ახორიციელებენ. ამის ნათელი მაგალითია, დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საათი, რომელიც დისტანციურ რეჟიმში, თხილნარის N 2 საჯარო სკოლის 1-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. მათ პრეზენტაციით, კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთრი დამოკიდებულება და იმაზეც ისაუბრეს, თუ როდის და რატომ დაწესდა დედაენის დღე.

პატარებმა  ამ ღონისძიებით სრულიად საქართველოს მიულოცეს 14 აპრილი - დედაენის დღე.

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203