„ენა ბურჯია ერისა“ - წონიარისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა
15-04-2021

„ენა ბურჯია ერისა“ - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა. მასწავლებლებმა ბავშვებს ამ თარიღის მნიშვნელობაზე უამბეს. მოსწავლეებმა კი დედა ენის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს.

„14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

წონიარისის საჯარო სკოლა ამ დღეს, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ფორმატით აღვნიშნავს.

ამ წელს კი ეპიდვითარების გამო, მოსწავლეებმა გააკეთეს საინფორმაციო პოსტერები და ჩატარდა მინი-ლექცია ქართული ენის დაცვის და დედაენის დღის შესახებ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203