
თბილისის N144 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
სკოლაში ამ მნიშვნელოვან დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს.
„თბილისის N144 საჯარო სკოლა ჩვეული გულისხმიერებით შეხვდა დედაენის დღეს. 14 აპრილის მნიშვნელობა ყველამ კლასში აღნიშნა. დაწყებითებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავიანთ კლასებში უხელმძღვანელეს პროექტს - „ქართული ენის ღირსება და სიდიადე“.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გაიხსენეს დედაენის ძეგლთან სტუმრობის დღე და წარმოადგინეს საკუთარი წიგნები, რომელიც შექმნეს ანბანის თემაზე. ასევე გააფორმეს მათ მიერ შერჩეული წიგნები და ლექსები. მოეწყო გამოფენა. ხოლო საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კედლის გაზეთები და პრეზენტაციები. ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობაზე, ისტორიულ ძეგლებზე. კულტურულ ძეგლთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის აღიარებაზე. სკოლაში ჟღერდა ირმა სოხაძის შესრულებით დედაენის საგალობელი. თითოეული მოსწავლე გრძნობს მაღალ პასუხისმგებლობას ქართული სახელმწიფო ენის, როგორც ფასდაუდებელი საუნჯის წინაშე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: