კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით პოსტერები და კედლის გაზეთები შექმნეს
15-04-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

სამოქალაქო კლუბის - „გზამკვლევის“ წევრებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პოსტერები შექმნეს.

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი -ისტორიის პედაგოგის - ირმა ლომიტასვილის ხელმძღვანელობით.

მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა კი კედლის გაზეთი ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგ ეკა ქუთათელაძესან ერთად, დაამზადეს.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203