დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში 4 საპრიზო ადგილი დაიმსახურეს
15-04-2021

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ დედაენის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კალიგრაფია“ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 4 საპრიზო ადგილი დაიმსახურეს და შინ სერტიფიკატებითა და საჩუქრებით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.

„ვულოცავთ მათ ამ შესანიშნავ წარმატებას და კიდევ მრავალ ღირსეულ გამარჯვებას ვუსურვებთ!

კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა:

  1. III-VI კლასები;
  2. VII-XII კლასები.

მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვეს კარენ სარგსიანმა (IV კლ.) და ლუსინე ხაჩატურიანმა (X კლ.).

მე-2 ადგილი დაიმსახურა ასტღიკ ხაჩატურიანმა (XI კლ.).

1-ლი საპრიზო ადგილის მფლობელი კი გახდა თამარ სარგსიანი (X კლ.).

ამ ტიპის კონკურსებში მონაწილეობა ხელს უწყობს როგორც ხელით წერის კულტურისა და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე ქართული ენის განსაკუთრებულობისა და სილამაზის წარმოჩენას.

მადლობა ამ ინიციატივისთვის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203