
წალკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში მიეძღვნა რამდენიმე ღონისძიება, რომელთა ინიციატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ.
ღონისძიებათა შორის გამოირჩეოდა 14 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლილი ზოიძის მე-9ა კლასში ჩატარებული გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი - „14 აპრილი დედაენის დღეა!“.
„გაკვეთილზე პედაგოგმა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსი გამოიყენა: PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციითა და ვიდეოქრონიკებით გააცოცხლა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები და მოსწავლეებს აუხსნა ამ დღის არსი და მნიშვნელობა, რომლის გამოძახილმაც საქართველო მიიყვანა 1989 წლის მოვლენებამდე და, საბოლოოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობამდე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები