კალიგრაფიის კონკურსი, კედლის გაზეთი და ღონისძიებები - ქუთაისის N35 სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
15-04-2021

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით საკლასო ღონისძიებები ჩატარდა.

პირველსა და მეორე კლასში  „კალიგრაფიის კონკურსი“ გაიმართა, რომელსაც მასწავლებლები - ბელა მშვილდაძე და ნინო სამხარაძე უძღვებოდნენ.

მე-4 კლასი მასწავლებელმა ანა ფაიქიძემ  ღონისძიება „ო, ენავ ჩემო“ ჩაატარა.

მე-6 კლასის მასწავლებლის, ნანა კაჩმაზოვას ინიციატივით მოსწავლეებმა კედლის გაზეთი „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ დაამზადეს. 

მე-7 კლასის მასწავლებელმა მაგდანა ზარანდიამ დედაენის ისტორია უამბო ბავშვებს.

მე-8 კლასი მასწავლებელმა მადონა კვერნაძემ კი ღონისძიება „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ჩაატარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203