
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ძვერის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა საინტერესო პროექტსაც წარუდგენენ თანატოლებს.
დაუვიწყარი იყო მეათეკლასელი ნიკა კუტალაძის ლექცია - „ვეფხისტყაოსანი და ასტრონომია“, რომლეიც შოთა რუსთაველის კოსმოლოგიას შეეხებოდა; ლექცია იმდენად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ცოტა ხნით, ყველა ზღვარი წაიშალა, მოსწავლე-მასწავლებლები კი გალაქტიკის მცველებად იქცნენ.
„აჰა მმოწმობენ ვარსკვლლავნი, შვიდნივე მემოწმებიან;
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმედ მყვებიან
და მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლი უშრეტი მდებიან..."