„ენა დედაა ერისა“ - წყალტუბოს N1 სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება ჩატარდა
15-04-2021
„ენა დედაა ერისა“ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეთ მონაწილეობით ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც სასკოლო საზოგადოებაში მოწონება დაიმსახურა.

სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:

„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 14 აპრილი - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის მე-3 დღეს სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ამჟამად  VIII-ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი დარეჯან ლაჭყეპიანი), მუსიკალური გაფორმება (მაკა ჟორჟოლიანი), ქორეოგრაფი (ჟანა ბენიძე) ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ ჩაატარეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი და ტრენერი ბელა დურგლიშვილი, „ახალი სკოლის მოდელის“ კოორდინატორი ნანა კაცაძე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ღონისძიებას“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203