
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის V კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნელი შარიქაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას სახელწოდებით - „გვიყვარდეს სამშობლო ჩვენი“ ესწრებოდნენ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე და გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი თომა ლაცაბიძე.
იხილეთ ვიდეო