„საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესი მნიშვნელოვანი შედეგებით“-თბილისის N103 სკოლაში ქიმიისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
15-04-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლის VIII კლასში, ქიმიისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგები - რუსუდან ნუცუბიძე და ლია ჭყონია ხელმძღვანელობდნენ.
გაკვეთილის თემა იყო - „ჰაერი“
„საინტერესო და სახალისო პროცესი მნიშვნელოვანი შედეგებით“- ასე აღწერს სკოლის წარმომადგენელი ინტეგრირებულ გაკვეთილს და პედაგოგსა და მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს.