
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის „ქართულ ენაში დიდი საიდუმლო დევს“ ფარგლებში, კონკურსი „გრამატიკული ვიქტორინა“ ჩატარდა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ბერიშვილი ხელმძღვანელობდა.
„ვიქტორინის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინდის დაცვა. მოსწავლეებს დაურიგდა ტესტები, სადაც გრამატიკულად სწორი ფორმები უნდა შეერჩიათ გაესწორებინათ და ხაზი უნდა გაესვათ სწორი ფორმებისთვის. გამოვლინდა „გრამატიკული ვიქტორინის“ გამარჯვებულები. მე-8 კლასელები - დიტო ჭოლარია და ნიკოლოზ უბილავა, მე-6 კლასელები- ნუციკო სამათავ და შაკო შარია.
მადლობას ვუხდით ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს და თითოეულ მოსწავლეს მონაწილეობისათვის“,- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები