
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაია პაქსაძისა და ხელოვნების მასწვლებლის, ნინო არძენაძის ხელმძღვანელობით, ვიქტორინა - „დედაენა ღმერთების ენაა“ ჩატარდა.
ვიქტორინაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ქართული მარტო ენაა?!- ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა- იმოდენაა!.. მადლობა მოტივირებულ და ყოჩაღ მოსწავლეებს. გვიყვარხართ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები