მაღრაანის საჯარო სკოლასთან არსებული არგოხის საბაზო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
16-04-2021

14 აპრილს დედაენის დღეა და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.

პანდემიის მიუხედავად, ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლის შემავალი არგოხის საბაზო სკოლის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ჩაერთვნენ. პატარებმა საკუთარი ხელით თემატური პოსტერები შექმნეს და ყველას საზეიმოდ მოგვილოცეს დედაენის დღე.  

პედაგოგია ნონა პაპუნაშვილი.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203