
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი კონკურსის - „შექმენი ეკოგმირი“ ფარგლებში ნამუშევრები შექმნეს.
პროექტზე მუშაობდნენ: სოსო დოლიძე, ლალი კობალაძე, სალომე დოლიძე, ნანა წივწივაძე, ლალი ყაჭეიშვილი.
გამოყენებული მასალა: პოლიეთილენის ბოთლები, ცელოფანი, ძველმანების დაშლით მიღებული ძაფები.
კონკურსის მონაწილეები შეეცადნენ დაემზადებინათ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, პოლიეთილენის ნარჩენების ხანგრძლივი გამოყენების მიზნით.
იხილეთ ფოტოები: