ანდეზიტის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
15-04-2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს. 

ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203