მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კადეტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
14-04-2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.

„ლიცეუმის წარმომადგენლები ბაღდათისა და ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა მაია გაბუნიამ და კადეტებმა: ნიკოლოზ ჯიჯიხიამ და მეორე ობჩის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქრისტინე მშვილდაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამების, ლიცეუმში არსებულ გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. 
მეორე ობჩის საჯარო სკოლა წინსვლას და წარმატებებს უსურვებს ქრისტინე მშვილდაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203