
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციამ ტურნირში გამარჯვებულ მოსწავლეებსს და პედაგოგს საპატიო დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.
„სამოქალაქო განათლების პროექტ „მომავლის თაობის“ კოორდინატორმა შორენა ტაბატაძემ ჩვენი სკოლის მოდებატეთა გუნდს რომელმაც დედაქალაქის სკოლებს შორის სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის" ფარგლებში ჩატარებულ დებატების ტურნირში გაიმარჯვა საპატიო პრიზი გადასცა.
გუნდის შემადგენლობაში არიან ლიზი თოლორაია, ნინო ჯიმშელაძე, ლიზი ჩხაიძე. გუნდის ხელმძღვანელია პედაგოგი ირმა ღონღაძე. აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრმა ლიზი ჩხაიძემ დაიკავა მესამე ადგილი საუკეთესო სპიკერის ნომინაციაში.
თბილისის N103 საჯარო სკოლა ულოცავს გუნდს გამარჯვებას, უსურვებს წარმატებებს მომავალშიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: