
თელავის N5 საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მერვე კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის გაკვეთილზე, პედაგოგის ლია ალადაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ფლაერები და პოსტერები 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ასევე ისაუბრეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: