
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ფარგლებში მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს.
„პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ ფარგლებში გორისის საჯარო სკოლაში, ფიზიკის მასწავლებელ ნაირა ჭიტაძის ხელმძღვანელობით მე-11 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სასწავლო პროექტი: „ტალღები ჩვენ გარშემო“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა ბგერითი და ელექტრომაგნიტური ტალღების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რეკომენდაციები საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტი ხელს უწყობს სკოლების დაახლოებას, ურთიერთთანამშრომლობას და მოტითაციის ამაღლებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: