მუხურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიუძღვნეს
15-04-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
13 აპრილს აღსაზრდელებისთვის მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, ხოლო 14 აპრილს ქართული ენის ვიქტორინა „ვინ უკეთ იცის ქართული ენა?!“ გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სიგელები.
კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარი ჩაფიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს