ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ინტელექტუალური თამაში გაიმართა
14-04-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში ინტელექტუალურ თამაშში -„რა? სად? როდის?“  გაიმართა. სკოლის ინფორმაციით თამაშის მონაწილეებს პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

„ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მაყურებლებს VII კლასის ნაკრები გუნდი დაუპირისპირდა.

მოაზროვნეებმა მაყურებლები დაძაბულ თამაშში 6 -4 ანგარიშით დაამარცხეს. თამაშის საუკეთესო მოაზროვნე გახდა გიორგი ბუაძე, VIIა კლასიდან.
გუნდის წევრები:
ოთო ჭეიშვილი (კაპ) - VIIა
ალექსი კუხიანიძე - VIIა
გიორგი ბუაძე - VIIა
ანი დგებუაძე - VIIბ
ნიკოლოზ მაჩიტიძე - VIIბ
საბა შენგელია - VIIგ

თამაშის მონაწილეებს პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით გადაეცათ.

„რა? სად? როდის?“ თამაშები არაფორმალური განათლების ფარგლებში იმართება და მას სკოლა პროგრესის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე უძღვება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203