თბილისის N119 სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს
15-04-2021

თბილისის N119 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ამ დღეს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა მიუძღვნეს.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„14 აპრილი, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია! გილოცავთ!

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. „ქართული ენა ჩვენი უდიდესი საუნჯეა“ და არ უნდა დაგვავიწყდეს, მისი დაცვა და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. დედაენის დღე ლამაზი აქტივობებით აღინიშნა N119 საჯარო სკოლაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203